Safety Culture and Leadership

საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამა შრომის უსაფრთხოების სფეროში

GEL: 983

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა  – ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ

კურსის აღწერა

ხელმძღვანელების ერთგულება შრომის უსაფრთხოების საკითხებისადმი განსაზღვრავს კომპანიის უსაფრთხოების კულტურას. არსებობს ასეთი გამოთქმა: „მე მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩემს უფროსს აინტერესებს“. ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელები აძლევენ ტონს ორგანიზაციას და მათ არ უნდა სათანადოდ არშეაფასონ საკუთარი გავლენა. ხელმძღვანელების სიტყვები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი ქმედებები მაგალითია თანამშრომლებისთვის და გავლენას ახდენს მათ შეხედულებებსა და ქცევაზე – როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. ამავდროულად, ხელმძღვანელებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი: დააწესონ სტრატეგიული მოთხოვნები და მიზნები, გამოყონ რესურსები რისკების მართვისთვის და უზრუნველყონ პერსონალის სწავლება.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია დაეხმაროს ხელმძღვანელებს, გახდნენ ნამდვილი ლიდერები უსაფრთხოების სფეროში და დაეუფლონ ინსტრუმენტებს კომპანიაში უსაფრთხოების კულტურის გასაუმჯობესებლად.

 

  • მონაწილეები გააცნობიერებენ, როგორ უწყობს ხელს შრომის უსაფრთხოება ბიზნესის განვითარებას;
  • მონაწილეები გაიგებენ, რა არის უსაფრთხოების კულტურა და როგორ აყალიბებენ მას ხელმძღვანელები თავიანთი სიტყვებით, ქმედებით ან უმოქმედობით;
  • გაეცნობიან შრომის უსაფრთხოების მართვის თანამედროვე სისტემის ელემენტებს და საკუთარ როლს თითოეულ ეტაპზე;
  • გაიგებენ უსაფრთხოების მართვაში სისტემური, რისკზე ორიენტირებული მიდგომის ღირებულებას;
  • გააცნობიერებენ, რა არის ადამიანური ფაქტორი და როგორ შეიძლება მან გავლენა მოახდინოს ინციდენტებზე;
  • ისწავლიან პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებას უსაფრთხოების კულტურის გასაუმჯობესებლად;
  • შეაფასებენ საკუთარ ლიდერულ თვისებებს და შეიმუშავებენ განვითარების ინდივიდუალურ გეგმებს;
  • გამოავლენენ სისტემურ ბარიერებს და მათი გადალახვის გზებს საკუთარ ორგანიზაციაში.
სამიზნე აუდიტორია

კურსი განკუთვნილია უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც მართავს რისკებსა და რესურსებს და დაინტერესებულია კომპანიაში უსაფრთხოების კულტურის ამაღლებით.

კურსის ხანგრძლივობა

აღნიშნული ონლაინ კურსი მოიცავს 16 საათიან სწავლებას ექსპერტების ხელმძღვანელობით. მონაწილეებს შეუძლიათ კურსის გავლა 2-4 კვირის განმავლობაში საშუალო ტემპით. წვდომა Canadian Safety Institute-ის დისტანციური სწავლების სისტემაზე მოგეცემათ 1 (ერთი) თვის ვადით.

სასწავლო გეგმის მიმოხილვა:
  • როგორ უწყობს ხელს საწარმოო უსაფრთხოება ბიზნესის გაუმჯობესებას;
  • უსაფრთხოების კულტურა და მისი გავლენა შრომის უსაფრთხოებაზე;
  • უსაფრთხოების კულტურის მოდელები;
  • უსაფრთხოების კულტურის ექსპრეს-დიაგნოსტიკა;
  • ხელმძღვანელის როლი უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში;
  • ლიდერობის მოდელი უსაფრთხოებაში;

    შრომის
    უსაფრთხოების ძირითადი კონცეფციები, რომლებიც ყველა ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს:
  • სისტემური მიდგომა უსაფრთხოების მართვისადმი;
  • პასუხისმგებლობის განაწილება ბიზნესსა და უსაფრთხოების სპეციალისტებს შორის;
  • მიზნების დასახვა და წარმატების გაზომვა; ეფექტურობის მაჩვენებლების რეგულარული ანალიზის მნიშვნელობა;
  • პრაქტიკული სავარჯიშო: „ბალანსირებული მიზნებისა და ინდიკატორების დასახვა მუდმივი გაუმჯობესებისთვის“;
  • რისკზე ორიენტირებული მიდგომა: „მართე რისკები და არა ინციდენტები!“;
  • პრაქტიკული სავარჯიშო: „მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება რისკზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე“;
  • ადამიანური ფაქტორი და ადამიანური შეცდომა;
  • პრაქტიკული სავარჯიშო: ინციდენტის გამომწვევი ადამიანური ფაქტორების განსაზღვრა;

    ხელმძღვანელის პრაქტიკული ინსტრუმენტები:
  • ხილული და საგრძნობი ლიდერობა – ორიენტაცია პრაქტიკულ ქმედებებზე;
  • პერსონალის ჩართულობა უსაფრთხოებაში;
  • უსაფრთხო ქცევის მოტივაცია;
  • ეფექტური კომუნიკაცია უსაფრთხოების სფეროში;
  • პრაქტიკული სავარჯიშო – ხელმძღვანელის პირადი გეგმის შედგენა;
  • სისტემური ბარიერები უსაფრთხოების კულტურის გზაზე და მათი გადალახვის მეთოდები.
სწავლების ფორმატი

თქვენ იღებთ წვდომას ონლაინ კურსის მასალებზე და სწავლობთ თქვენთვის ხელსაყრელი ტემპით. ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორების გუნდი უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში.

გამოცდის ფორმატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ Canadian Safety Institute-ის სახელობით საერთაშორისო სერტიფიკატებს.

დარეგისტრირდით კურსზე „ლიდერობა და უსაფრთხოების კულტურა“ და დაიწყეთ თქვენს კომპანიაში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება ახლავე!

უსაფრთხო გარემო იწყება სწორი პარტნიორით

შემოუერთდით ჩვენს კურსს და აიყვანეთ თქვენი კარიერა შრომის უსაფრთხოების სფეროში თვისობრივად ახალ სიმაღლეზე!

თქვენთვის საინტერესო კურსები

In association with the approved Training Provider: Canadian Safety Institute Ltd.
In association with the approved Training Provider: Canadian Safety Institute Ltd.