Oil and Gas Safety Management
დარეგისტრირდით ნავთობისა და გაზის უსაფრთხოების მართვის კურსზე დღესვე და გაიკაფეთ გზა ნავთობისა და გაზის სექტორში უსაფრთხოების სტანდარტების ლიდერობისკენ.
GEL: 1178
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა – ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ
კურსის აღწერა
ნავთობისა და გაზის უსაფრთხოების მართვის (Oil and Gas Safety Management) კურსი სერტიფიკატის მფლობელებს სძენს კომპლექსურ ცოდნას, რაც მათ საშუალებას აძლევს მოახდინონ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სამუშაო საფრთხეების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა. კურსის პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, მართვის სისტემებსა და საუკეთესო პრაქტიკას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების პასუხისმგებლობების ეფექტურ შესრულებას როგორც ხმელეთზე, ისე შელფზე (onshore/offshore).
სამიზნე აუდიტორია
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს ნავთობისა და გაზის (ან მომიჯნავე) ინდუსტრიებში და სჭირდება საოპერაციო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების სიღრმისეული გააზრება თავიანთ სპეციალიზებულ სფეროში.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს ექსპერტების მიერ მომზადებულ 70-საათიან ტრენინგს, რომელიც სტრუქტურირებულია თქვენი დაკავებული გრაფიკის გათვალისწინებით. მონაწილეებს შეუძლიათ კურსის დასრულება 3-6 თვის განმავლობაში ნორმალური ტემპით სწავლის შემთხვევაში.
წვდომა Canadian Safety Institute-ის სასწავლო პლატფორმაზე მოგეცემათ მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის ვადით.
სასწავლო გეგმის მიმოხილვა:
- ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) მართვა ნავთობისა და გაზის კონტექსტში (ნედლეულისა და პროდუქტების მოპოვების, შენახვისა და გადამუშავებისათვის დამახასიათებელი საფრთხეების ჩათვლით);
- ნახშირწყალბადების პროცესების უსაფრთხოება (ნაწილი 1) – რისკების მართვის ტექნიკები ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში;
- ნახშირწყალბადების პროცესების უსაფრთხოება (ნაწილი 2) – კონტრაქტორების მართვა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში;
- ხანძარსაწინააღმდეგო და აფეთქების კონტროლი და რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში;
- საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკა და სატრანსპორტო ოპერაციები ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში.
სწავლების ფორმატი
ინდივიდუალური ტემპი: ისარგებლეთ ჩვენი უმაღლესი დონის სასწავლო მასალებზე ონლაინ წვდომის თავისუფლებით ნებისმიერ დროს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, გაიაროთ სასწავლო გეგმა თქვენთვის კომფორტული სიჩქარით. ჩვენი ექსპერტი ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ მუდმივ მხარდაჭერას, რათა დარწმუნდნენ, რომ სწორად გაიგეთ რთული კონცეფციები და შეგიძლიათ მათი ეფექტური გამოყენება.
გამოცდის ფორმატი
კურსის ბოლოს ტარდება 30-კითხვიანი ტესტირება (მრავალჯერადი არჩევანის პრინციპით).
სასწავლო პროგრამისა და საბოლოო შეფასების წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ Canadian Safety Institute-ის სერტიფიკატს.
დარეგისტრირდით ნავთობისა და გაზის უსაფრთხოების მართვის კურსზე დღესვე და გაიკაფეთ გზა ნავთობისა და გაზის სექტორში უსაფრთხოების სტანდარტების ლიდერობისკენ.
უსაფრთხო გარემო იწყება სწორი პარტნიორით
შემოუერთდით ჩვენს კურსს და აიყვანეთ თქვენი კარიერა შრომის უსაფრთხოების სფეროში თვისობრივად ახალ სიმაღლეზე!
თქვენთვის საინტერესო კურსები
In association with the approved Training Provider: Canadian Safety Institute Ltd.